მე გადავწყვიტე ჩემს კლასში ჩავატარო პროექტი ბუნებაში გაზაფხულის ერთი დღე. მინდა მსწავეები დააკვირდნენ გეოგრაფიულ ობიექტებს, რომლების ნახვაც შეგვიძლია ჩვენს რაიონში - ეს იქნება მდინარე და ჩანჩქერი. ობიექტებს უნდა დააკვირდნენ როგორც გაზაფხულზე, ასევე წელიწადის სხვა დროშიც და დაინახონ მათ შორის მსგავსებები და განსხვავებები.
მოსწავლეები გააკეთებენ ჩანაწერებს, ჩანახატებს და საბოლოოდ შექმნიან პრეზენტაციას.
ხომ არ გახსენდებათ რას შეიძლება დააკვირდნენ მოსწავლეები კიდევ, რაც მკვეთრ ცვლილებას განიცდის სეზონების ცვლილებასთან დაკავშირებით?
პროექტის იდეა საინტერესოა, დროთა ცვალებადობა ყველა ბავშვისათვის საინტერესოა, შესაბამისად მუშაობის პროცესი სახალისო იქნება და სასურველ შედეგზე გაგიყვანთ. ვფიქრობ, დამატებითი აქტივობისათვის, კარგი იქნებოდა ინტერნეტის საშუალებით, აჩვენოთ მოსწავლეებს როგორია წელიწადის ოთხი დრო სხვადასხვა ქვეყანაში. გისურვებთ წარმატებებს!
ReplyDelete